2026 წლის 28 სექტემბერს გაიმართება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა. დღის წესრიგიღ გათვალისწინებულია შვიდი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 სექტემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერი ტყებუჩავა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026-2027 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: გ. შომახია. 3.ა.(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის” 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: ინგა ქარდავა. 4. ა.(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: ინგა ქარდავა. 5. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების გეგმის დამტკიცების შესახებ“. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე: ბ. ხურცია. 6. ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის ანგარიშის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე: გ. შომახია. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინასო-საბიუჯეტო სამსახურის 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე – ბ. კალანდარიშვილი”