2026 წლის 21 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.