2026 წლის 14 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 14 სექტემბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების თაობაზე. 2. „სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 24 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა.