2026 წლის 23 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა, ა.(ა).ი.პ-ის ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის“, ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების“ მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.