2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება საკრებულოს მორიგი სხდომა. გათვალისიწნებულია 5 საკითხის განხილვა. 1სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 25 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ჯუმბერი ტყებუჩავა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტში კერძო სასაფლაოს გახსნის თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე: ბ. ხურცია. 3.სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე: ბ. კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი: დ. ალანია. 4 .ა(ა)იპ “სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი”-ს 2026 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის შეფასების თაობაზე. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: ინგა ქარდავა. 5.სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის – „სენაკის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შენიშვნების გათვალისწინების მიზნით სენაკის მუნიციპალიტეტის მერიაში გადაგზავნის თაობაზე.