2026 წლის 10 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია.