2026 წლის 2 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის ქალთა და ბავშთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით განიხილეს ოთხი საკითხი. 1.საინფორმაციო შეხვედრა სათემო განათლების ცენტრში და საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ჯანმრთელობის, ძუძუს კიბოს პრევენციისა და ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის შესახებ. 2 საინფორმაციო ფლაერების დარიგება ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის საინფორმაციო ფლაერების დარიგება, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ძუძუს კიბოს პრევენციისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ. 3 სკრინინგის ხელშეწყობა სკრინინგის პროგრამის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება და მოქალაქეების ჩართულობის ხელშეწყობა სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში. 4 ახალგაზრდების ჩართულობა ვიდეორგოლის მომზადება ახალგაზრდების მონაწილეობით მოკლე საინფორმაციო ვიდეორგოლის მომზადება, რომელიც მოუწოდებს მოსახლეობას, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და დროულად ჩაიტარონ სკრინინგი. ვიდეორგოლის გავრცელება სოციალურ ქსელებში.