2026 წლის 14 აგვისტოს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა: 1.სენაკის მუწიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საპრივატიზაციო ობიექტების წუსხის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე: ბადრი ხურცია. 2. მომხსენებელმა კომისიის წევრებს გააცნო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ 2026 წლის I და II კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე: ბადრი ხურცია, თანამომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი: მერაბი ჯანაშია. 3. ა(ა)იპ ,,სენაკის სათემო განათლების ცენტრი“-სათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ს/კ 44.01.37.034 უსასყიდლო სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის შესახებ. მომხსენებელი: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე: ბადრი ხურცია.