2026 წლის 13 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა. სხდომაზე, ა(ა)იპ-ების მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის, მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრების მიერ 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.