2026 წლის 15 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია უძღვებოდა.
სხდომაზე, მერიის მიერ 2025 წელს სარგებლობის უფლებით დადებული სასყიდლიანი ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (სოფლის მეურნეობის კუთხით) მცენარეთა მავნებლებისა და ცხოვეველთა დაავადების წინააღმდეგ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის ცნობად მიიღეს.
ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერაბი ჯანაშია.