2026 წლის 27 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის N34 დადგენილება, „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოაცხადეს. საკითხის მომხსენებელი იყო, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.