2026 წლის 15 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა.
საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026-2027 წლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს.