2026 წლის 22 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე, საკრებულოს წევრებმა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს და სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტში პირველ ცვლილებას მხარი დაუჭირეს. ორივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა.