2025 წლის 18 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 2025 წლის მეოთხე კვარტალში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის მოისმინეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის
სამსახურის უფროსის მ/შ ეკატერინე კიზირია.