2025 წლის 16 დეკემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით, პარტია ,,გახარია საქართველოსთვის“, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ირაკლი კაჭარავას განცხადება განიხილეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.