2026 წლის 29 იანვარს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება, სადაც განიხილავენ დღის წესრიგით გათვალისწინებულ შვიდ საკითხს: 1. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 იანვრის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსნებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა. 2. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი. 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი. 4. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა. 5. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია. 6. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის დამტკიცების თაობაზე. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია. 7. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა. 8. „სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოწმობის ფორმისა და ამ ფორმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 აპრილის N34 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. მომხსენებელი იქნება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.