
2023 წლის 25 მაისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა.

სხდომას, კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია უძღვებოდა.

დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო სამი საკითხის განხილვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზების თაობაზე,

,,ქალაქ სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჯორჯაძის ქუჩა, N 3-ში, მოქალაქე თეიმურაზ მალანაის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ 44.01.31.460) პარკირების საერთო ადგილის მოწყობასთან აუცილებელია სათანადო საგზაო ნიშნის დაყენება“

სენაკის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში სახელწოდების არმქონე ობიექტების (ქუჩა, ჩიხი, შესახვევი) არაბული ციფრებით სახელდების შესახებ,

მეორე კვარტლით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ანგარიშის მოსმენა.

სამივე საკითხზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ, ეკატერინე კიზირია.