ადმინისტრაციული ცენტრი: ქალაქი სენაკი
ფართობი – 520,7კვ.კმ
კლიმატი – სუბტროპიკული ზონა
ქალაქი – 1
სოფელი – 15
მანძილი თბილისამდე – 270 კმ.
მანძილი ზუგდიდამდე – 45 კმ.
უახლოესი პორტი, ქალაქი ფოთი – 35კმ.
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ.სენაკი
უახლოესი აეროპორტი – კოპიტნარი – 42კმ
ქალაქის მოსახლეობა – 27 217;
სოფლის მოსახლეობა – 21 137;
მოსახლეობა(დევნილთა ჩათვლით) – 48 854,
მათ შორის:
ქალი – 27 191
კაცი – 21 663
მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა:
1)ქართველი – 98 %
2)რუსი – 0,6%
3)ასირიელი – 0,2%
4) სხვა – 0,2%
წყლის ძირითადი არტერიები:
1) არტეზიული ჭები
სოფლის მეურნეობა:
მუნიციპალიტეტის ძირითად რესურსს მიწა წარმოადგენს.
სენაკის მუნიციპალიტეტი თავისი განვითარებით აგრარულ რეგიონს მიეკუთვნება.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 520,7 კვ. კმ-დან სასოფლო სამეურნეო სავარგულია 22 260 ჰექტარი, რაც მთლიანი ტერიტორიის 42,7%-ია.
მათ შორის:
სახნავი – 10953 ჰა (49%)
საძოვარი – 7 025 ჰა (32%)
სათიბი – 20 ჰა (0,1%)
მრავალწლიანი ნარგავები – 3 907 ჰა (17%)
ნასვენი – 349 ჰა (1,5%)
მუნიციპალიტეტი განთავსებულია კოლხეთის დაბლობზე, რომლის დამახასიათებელ თვისებად ითვლება დახრილობა ტერიტორიის გორაკ-ბორცვიანი ნაწილიდან ვაკე რელიეფისაკენ. ძირითადად გავრცელებულია ნეშომპალა-კარბონატული, ყვითელმიწა, ეწერი და ალუვიური ტიპის ნიადაგები.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითად მიმართულებად აღებული აქვს მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება.
მემცენარეობიდან მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამარცვლე სიმინდისა და სოიას წარმოებას. მეტ-ნაკლებად განვითარებულია მებოსტნეობა, მრავალწლიანი ნარგავებიდან მნიშვნელოვანია: ციტრუსი, ხილი, ჩაი, ვენახი, დაფნა, ხეხილი, სუბტროპიკული ხურმა, კივი და ა. შ.
მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი რესურსი არსებობს. გააჩნია სათესლე ელიტური ჯიშის სოიას წარმოების უდიდესი ტრადიცია და გამოცდილება.