2026 წლის 22 ოქტომბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა. სხდომაზე, ა(ა)იპ-ის „სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“-სა და ,,სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანების“ მიერ პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.