2026 წლის 21 სექტემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია უძღვებოდა. სხდომაზე, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურეობის ცენტრის“ მიერ 2026 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.