2026 წლის 26 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისიწნებული იყო ერთი საკითხის განხილვა. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სენაკში, ნოქალაქევის ადმინისრაციულ ერთეულში მდებარე მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 44.06.22.458) ელექტრონული აუქციონის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის ქირის საწყისი წლიური საფასურის განსაზღვრის შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი მერაბი ჯანაშია.