2026 წლის 21 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და მერიის განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურების მიერ 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და და დადებითად შეაფასეს.