2026 წლის 20 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შომახია უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის 2026 წლის პირველი და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს.