2026 წლის 8 ივლისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, გიორგი შომახია უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მენჯის მაჟორიტარი დეპუტატის მალხაზი ნადარაიას მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიაში არაბული ციფრებით დანომრილი ქუჩების სახელდებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. სხდომის ჩატარებამდე, კომისიამ მოსახლეობასთან ერთად, ადგილზე შეისწავლა აღნიშნული საკითხი.