2026 წლის 30 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბადრი ხურცია უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის 2025 წლის ტურიზმის განვითარების კუთხით გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და ცნობად. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის სპეციალისტი მაია გვასალია.