2026 წლის 12 ივნისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა. სხდომაზე, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2026 წელს ,,სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამით“ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს.