2026 წლის 27 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგის პროექტში ცვლილების შეტანას უყარეს კენჭი. ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება, ხვალ 28 მაისს 11:00 საათზე.