2026 წლის 22 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი მოიწონეს, რომელიც დასამტკიცებლად საკრებულოს მორიგ სხდომაზე გავა. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.