2026 წლის 8 აპრილს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის შესრულებული ბიუჯეტის ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს. საკითხის მოხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია.