2026 წლის 20 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები მოიწონეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიორგი შომახია.