2026 წლის 19 მარტს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილით დაიწყო. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ჯუმბერ ტყებუჩავა უძღვებოდა, საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი განსაზღვრეს. საკრებულოს ბიუროს წევრების გადაწყვეტილებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება ხვალ, 20 მარტს 11 საათზე.