2026 წლის 25 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი კალანდარიშვილი.