2026 წლის 25 თებერვალს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ინგა ქარდავა უძღვებოდა. კომისიის წევრებმა, ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრი“-ს მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოისმინეს და დადებითად შეაფასეს. საკითხის მომხსენებელი იყო, ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრის“ დირექტორი ვევხვია ვეფხვაძე.