2025 წლის 18 ნოემბერს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის პროექტის შედგენის თაობაზე. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ჯუმბერ ტყებუჩავა. საკრებულოს ბიუროს წევრები გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს. დღის წესრიგის შეგიძლიათ ნახოთ საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.