2025 წლის 5 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა: სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2025 წლის 3 ნოემბერს შემოსული სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საბა ოდიშარიას განცხადების განხილვის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.