
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის I კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ”.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.

,,ა.(ა)ი.პ. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის მზრუნველობამოკლებულთა კვების ცენტრის“ მიერ 2024 წლის პირველი, მეორე და მესამე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე”.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა.

დღეს გამართულ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა, სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი. სხდომას ესწრებოდნენ, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მ/შ, რამაზი კუპრეიშვილი და მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.