2024 წლის 13 დეკემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა „სენაკის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე”.
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.