2024 წლის 25 ივლისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ხუთი საკითხის განხილვა.
,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივლისის მორიგი სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია. სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ“’ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 აპრილის N35 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. ა.(ა) იპ სენაკის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბის 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა. ა.(ა)იპ სენაკის მუნიციპალიტეტის სასპორტო გაერთიანების 2024 წლის პირველ და მეორე კვარტალში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ინგა ქარდავა. სენაკის მუნიციპალიტეტის ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ გახომელას მე-9 ქუჩის I და II ჩიხისათვის გივი ფანცულაიას სახელის მინიჭების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია.