2024 წლის 15 ივლისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების და სქემატური რუკის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 29 აპრილის №35 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი.