2024 წლის 14 ივნისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიი სხდომა. სხდომას, სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, გიგა წურწუმია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტში 2024 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების თაობაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიშის მოსმენის ცნობად მიღების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ, ეკატერინე კიზირია.