2024 წლის 14 ივნისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია. სხდომას, საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა. 1. ქონების განკარგვასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიის სახელით 2023 წელს დადებული ხელშეკრულებების შესრულების შესახებ ანგარიშის მოსმენის ცნობად მიღების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, მ. ჯანაშია