2024 წლის 4 ივნისს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა. სხდომას, კომისიის თავმჯდომარე ინგა გარდავა უძღვებოდა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. შ.პ.ს. ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, შ.პ.ს. ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს“ დირექტორი ლუარა დგებუაძე. სხდომაზე, დავსწრე კომისიის წევრების გადაწყეტილებით, შ.პ.ს. ,,სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს“ 2023 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეფასდა.