![✍️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/te2/1/16/270d.png)
დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ორი საკითხის განხილვა.
![1️⃣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t7a/1/16/31_20e3.png)
ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“-ს სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილების მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
![🗣️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfb/1/16/1f5e3.png)
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია.
![2️⃣](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t99/1/16/32_20e3.png)
სენაკის მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა მავნებლებისა (ფაროსანას) და ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.
![🗣️](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/tfb/1/16/1f5e3.png)
მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მაია გვასალია.
![✅](https://static.xx.fbcdn.net/images/emoji.php/v9/t33/1/16/2705.png)
სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყეტილებით, ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“-ს სასაფლაოების მოვლა-პატრონობის განყოფილებისა და მცენარეთა მავნებლებისა (ფაროსანას) და ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ 2023 წელს გაწეული მუშაობა დადებითად შეფასდა.