2024 წლის 28 მაისს, გაიმართება სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისია. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა. 1. ა(ა)იპ „სენაკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი“-ს სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იქნება, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია. 2. სენაკის მუნიციაპლიტეტის ტერიტორიაზე მცენარეთა მავნებლებისა (ფაროსანას) და ცხოველთა დაავადებების წინააღმდეგ 2023 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იქნება, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების,სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, მერაბ ჯანაშია.