2024 წლის 20 მარტს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. 1. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიშის მოსმენა და შეფასება 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი. სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყეტილებით, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეფასდა.