2024 წლის 5 მარტს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. სხდომაზე დამსწრე წევრებმა, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს.