ცხელი ხაზი:

საკრებულოს სხდომა

🔷დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 2024 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. საკრებულოს, ფრაქცია ,,ქართულო ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებმა მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტი ერთხმად მიიღეს. 👤 სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია ხელმძღვანელობდა.
◼️სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს წევრებმა, წუთიერი დუმილით პატიცი მიაგეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ტრაგიკულად გარდაცვლილი თანაქალაქელების ხსოვნას.
🇬🇪🇪🇺საკრებულოს თავმჯდომარემ, დამსწრე საზოგადოებას მიულოცა, ქვეყნისა და ქალაქისათვის ისტორიული მოვლენა – ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. 🔷ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 22 274 600 ლარით განისაზღვრა. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებზე და 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით შემოსულობების გეგმა შეადგენს 20 274 600 ლარს, რაც 1 503 500 ლარით აღემატება 2023 წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მაჩვენებელს. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია დამატებითი ღირებულების გადასახადისა და სხვა შემოსავლების ზრდით. 🔷დღეს, გამართულ სხდომას, მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია და მერის მოადგილე ნანა ზარანდია ესწრებოდნენ. ✍️სხდომაზე, დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ათი საკითხის განხილვა. 1️⃣სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი დამტკიცების შესახებ.
🗣მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, საბა ოდიშარია; 2️⃣სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის წესის ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე. 3️⃣2023-2026 წლების სენაკის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე, 4️⃣სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ, 5️⃣„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის №51 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 6️⃣„სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 15 ნოემბრის №68 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. 7️⃣,,სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის და თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინსტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების დამტკიცების თაობაზე“. 8️⃣,,სენკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე” სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. 9️⃣სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ. 🗣აღნიშნულ საკითხებზე მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი კალანდარიშვილი. 1️⃣0️⃣„სენაკის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის განხილვის თაობაზე. 🗣მომხსენებელი იყო, სენაკისმუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია. ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვეს. ფრაქცია ,,სენაკი საქართველოსთვის“ წევრებმა, კი 2024 წლის ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირეს.

მაჟორიტარი დეპუტატი

მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

წერილი სენაკის საკრებულოს

ელექტრონული პეტიცია

ელ. მმართველობის ერთიანი სისტემა

ტურიზმი

ფოტო/ვიდეო გალერეა

განათლება და მეცნიერება

საჯარო და კერძო სტრუქტურები

სასარგებლო ბმულები

ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი

საქართველოს პარლამენტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

ხობის მუნიციპალიტეტი

ფოთის მუნიციპალიტეტი

მესტიის მუნიციპალიტეტი

მარტვილის მუნიციპალიტეტი

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი

აბაშის მუნიციპალიტეტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი

დეკემბერი 2023
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
Skip to content