
2023 წლის 3 ნოემბერს, გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა.

სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.

მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი, იყო სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, დონარა ალანია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაზე, დამსწრე წევრთა უმრავლესობის გადაწყეტილებით, სენაკის მუნიციპალიტეტის 2023 წლის მესამე კვარტლის ბიუჯეტის შესრულება დადებითად შეფასდა.