2023 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის სხდომა. დღის წესრიგის მიხედვით გათვალისწინებული იყო ერთი საკითხის განხილვა. „სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 12 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე, ბადრი ხურცია.