2026 წლის 6 აგვისტოს, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, სენაკის მუნიციპალიტეტის 2026 წლის მეორე კვარტლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს და დადებითად შეაფასეს. საკითხის მომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ბადრი კალანდარიშვილი, თანამომხსენებელი იყო, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი დონარა ალანია.